როცა პრეტენზია გაქვს, რომ მოწამლაზე საუბრობ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევით, ლაბორატორიულად დადასტურების გარეშე, ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა

როცა პრეტენზია გაქვს, რომ მოწამლაზე საუბრობ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევით, ლაბორატორიულად დადასტურების გარეშე, ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა
ნებისმიერ ეჭვს კლინიკურად ტოქსიკოლოგები ადგენენ და ბატონი თემურ კობიძე გამოვიდა კიდეც, ის არის ამაში სერტიფიცირებული და კომპეტენტური, – განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ საუბრისას. მისი განცხადებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველანაირი მოსაზრება არის ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს. “მე, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, შეიძლება ეჭვი მივიტანო რომ აქ ეს არის, მაგრამ მერე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველაფერი არის ჩემი ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს.
როცა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მოვა პასუხი რომ აქ აღმოჩნდა ეს ნივთიერება ან ამ ნივთიერების დაშლის საბოლოო პროდუქტი ამ კონცენტრაციით, იქ არის მოწამვლა – დანარჩენი ეს ყველაფერი არის ზღაპარი, ნულია, მისი რელევანტურობა და დამაჯერებლობა. ჩვენ რომ ახლა ვიყოთ 90-იანი წლების საქართველოში, როცა ბნელოდა, როდესაც ქრომატოგრაფები ძველი იყო უკვე, როდესაც სასექციოში ფანრით შევდიოდი, დენი არ იყო, ქიმიური ლაბორატორია მუშაობდა, მაგრამ რეაქტივები ძალიან ჭირდა. ჩვენ რომ იმ დროში ვიყოთ და როგორც ჩანს, ის პედიატრები მამა-შვილი დარჩნენ 90-იან წლებში და მე მახსოვს მძიმე პერიოდი. მაგრამ დღეს ხომ ეს დრო არ არის, ისინი იქ დარჩნენ როდესაც ასე გამოკითხვების ამარა აგროვებ [მასალას]? ეს არის სიბნელე. 90-იანებში და 9 აპრილის დროს, კი ბატონო, მეტი საშუალება არ იყო. მაშინ ძალიან არეული იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ეს ხალხი იმ კრიტერიუმებით აზროვნებს, იმაზე წინ ვერ წავიდნენ, არადა სულ წინ მიდის და მით უმეტეს, როცა პრეტენზია გაქვს, მოწამლაზე საუბრობ და იცი, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა ლაბორატორიით უნდა დადასტურდეს, ამის გარეშე ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა მეტი არაფერი.” – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს