“როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?” – გონსალო იგუაინი

ვეტერანმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან მარცხი გაიხსენა.
მოგეხსენებათ, ამ მატჩში არგენტინელმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც თანაგუნდელები მასზე გაბრაზებულები იყვნენ.
“როცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, გასახდელ ოთახში არავინ მელაპარაკებოდა. ჩუმად ვიჯექი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი მსოფლიო მე მადანაშაულებდა. ზოგიერთი თანაგუნდელი გაბრაზებული მიყურებდა და თავს მეც დამნაშავედ ვგრძნობდი.
შემდეგ მესი მოვიდა ჩემთან, ჩამეხუტა და მითხრა: “დამშვიდდი, ეს ფეხბურთია. ჩვენ ფინალი ვითამაშეთ. ისედაც ჩემპიონები ვართ!”.
ამის შემდეგ, გავიგე, რომ მწვრთნელს ჩემი ნაკრებში დაბრუნება არ უნდოდა. მესი კი კვლავ ჩაერია და უთხრა: “ეს მისი ბრალი არ არის. ფეხბურთში ჩვენ ერთად ვმარცხდებით. არავინ არის იდეალური”.
მესის საუბარმა შედეგი გამოიღო და მწვრთნელმა გუნდში დამაბრუნა. ლეო რომ არა, დღესაც დამნაშავედ ვიგრძნობდი თავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რადგან ის ამას იმსახურებდა”, – იგუაინის სიტყვებს Fanatic-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, გონსალო იგუაინმა ფეხბურთელის კარიერა 2022 წელს მაიამის “ინტერის” შემადგენლობაში დაასრულა.
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? – არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
მესი პუშკაშს გაუთანაბრდა – ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
“ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს” – დონარუმას აგენტი გამოექომაგა
მესი იჯარით “ბარსელონაში” დაბრუნდება? – კომენტარი დეკომ გააკეთა
“სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები” – ლიონელ მესი
იამალმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მესის მორიგი ტიტული – მაიამის “ინტერი” ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
იგუაინმა კარიერა დაასრულა – “პიპიტამ” ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
“მესი თუ რონალდო?” – იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები – კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება