როცა კაია კალასი გვაიძულებს სთვის სანქციების დაწესებას, მისი ბიზნესმენი მეუღლე ამ დროს, სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს

როცა კაია კალასი გვაიძულებს სთვის სანქციების დაწესებას, მისი ბიზნესმენი მეუღლე ამ დროს, სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ფოჩხუას თქმით, როდესაც კაია კალასი საქართველოს მთავრობას აიძულებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ამ დროს კი მისი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი მეუღლე, სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს, ამიტომ კაია კალასის სიტყვას ჩალის ფასი აქვს.
„ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მუქარა და შანტაჟის ენით ლაპარაკი დიდიხანია არ მოქმედებს არც ბიძინა ივანიშვილზე და არც მის გუნდზე, აქამდე კი უნდა იცოდეს ეს ამ ქალბატონმა, რომელიც ისეთივე შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის, რომელსაც ამ ეტაპზე წარმოადგენს, როგორც იყო შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტობისთვის. ეს ერთი გუნდია, რომელიც იმართება “ომის პარტიისგან.” აქ აღსანიშნავია კაია კალასის მეუღლეც, არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი, როცა მისი ცოლი გვაიძულებს ჩვენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, ამ დროს მისი ოჯახის წევრი, სანქციების გვერდის ავლით, თანამშრომლობს რუსეთთან და ავსებს მის ბიუჯეტს, ამიტომ ჩალის ფასი აქვს კაია კალასის სიტყვასაც და რეზოლუციასაც, წეროს, იკითხოს და შეიგნოს ჩვენი დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყნისთვის მუქარა და შანტაჟი მიუღებელია“,-წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
Previous: სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას