“როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო” – რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ს გადაცემაში “სტუმრად ლელასთან” 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.
“ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი, ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.
როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმაზე მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენ თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ”, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.