როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ს აღიარებას ეხმაურება, სადაც ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.
ფოჩხუას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარ სიცრუეს სხვას აბრალებს – მათი მიზანი საქართველოში რევოლუციური მუხტის შექმნაა, რომელსაც განხორციელება არ უწერია.
„იცით თუ რატომ ვერ აღწევენ მიზანს, ჩაანაცვლონ დღევანდელი ხელისუფლება მათთვის სასურველი ხელისუფლებით ჩვენი ქვეყნის “გულმხურვალე მეგობრები?”
იმიტომ რომ მთელი მათი მოქმედება სიცრუეზეა აგებული. როცა თვითონ იციან სიმართლე და უტიფრად ტყუიან, ნუთუ ცოტა მაინც არ ექმნებათ უხერხულობა?
ჩვენ კი ვიცოდით, რომ სანამ გააკეთებდა განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ, მანამდე ხუთი თვით ადრე, თავად ევროკავშირმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს მისი სკანდალური წერილის გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა. დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ, აი ასე მოქმედებს დღევანდელი ბრუსელის ბიუროკრატია, ეს კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ როგორმე აწიონ რევოლუციური მუხტი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც განხორციელება არ უწერია.“ – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა – თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელშია? გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას