,, როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას” – რატი ბრეგვაძე

,, როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას” – რატი ბრეგვაძე
პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს:
,,მსჯავრდადებული სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. საუბარი იმაზე, რომ დეპოლარიზაციას შეეწყობა ხელი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორც სამართლებრივი, ასე პოლიტიკური ლოგიკითაც. როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას. ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება