,,როცა ვესაუბრებით ხოლმე იმაზე, რამდენად უსამართლოა მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართა, გამოსვლაც გვქონდა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ძირითადად გამოსვლის მესამედი დავუთმე, რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს“. – ამბობს კობახიძე.
“მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირდებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, – განაცხადა კობახიძემ.
რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ არ ვართ ევროპული კურსის მიმდევარი. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ პროევროპული არ ვიყავით. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და გვითხრეს, რომ ევროპული ინტეგრაცია არ გვინდოდა. ხომ ჩანს, თუ ვის არ უნდოდა?! ეს მათემატიკური სიზუსტით დგინდება! როდესაც ამას არ აქვს რაციონალური ახსნა, ახსნა შეგვიძლია მოვძებნოთ იმაში, რომ ვიღაცა აფათურებს ხელს ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, არავითარი ლეგიტიმური უფლება არა აქვს ჩვენ რაიმე მოგვთხოვოს! პირდაპირ რევოლუციას გვიწყობდნენ და ამ ყველაფერში მთელი ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული. მათ შორის ვინც მილოცვებისგან თავს იკავებდა, ამით საქართველოში რევოლუციურ პროცესებს პირდაპირ ახალისებდა. ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, რატომ აწვალეს ქართველი ხალხი სამი წელი და რატომ ეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
