“როცა ვერ იგებენ, მუდამ მსაჯებზე წუწუნს იწყებენ” – პიკემ მადრიდის “რეალზე” ისაუბრა

“ბარსელონას” ლეგენდამ ხერარდ პიკემ Sport.es-თან ინტერვიუში მადრიდის “რეალის” “ესპანიოლთან” 0:1 მარცხზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილების გამო, მატჩის არბიტრი გააკრიტიკეს.
პიკეს თქმით, როცა “რეალი” მარცხდება, “თეთრები” დამნაშავეებად ყოველთვის მსაჯებს მიიჩნევენ.
“მსგავსი ისტორია მილიონჯერ მოვისმინეთ. ეს ხომ “რეალის” სტილია, როცა მატჩებს ვერ იგებენ, ისინი მექანიზმს რთავენ და ყველაფერს იყენებენ, მათ შორის მედიას, შევეჩვიეთ, რადგან მუდამ იგივე ხდება. ისინი დამნაშავეებად მხოლოდ მსაჯებს მიიჩნევენ, რაც არბიტრებზე წნეხს ზრდის”, – განაცხადა პიკემ.