ნინა სუბლატი საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როცა ის პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში” გამოჩნდა და უნიკალური ხმითა და გამორჩეული სტილით მალევე მოხიბლა მსმენელი. 2015 წელს მან საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა სიმღერით “Warrior”, რომელიც თავად დაწერა. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ცნობილი ფართო მასშტაბით.
ამჯერად მომღერალი ნანკა გვარის გადაცემის სტუმარია:
“როდესაც ეჩვევი ნატურალურ ჰარმონიულ ურთიერთობას, მერე რთული ხდება ვინმე შემოუშვა. ზოგადა, ძალიან ეჩვევი მარტო ყოფნას” – ამბობს ნინა სუბლატი.
დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან – ვოკალის კურსზე.
ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.
„საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო. მათ ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავთ.
ნინა სუბლატის მუსიკალური სტილი ხასიათდება კლასიკური ტრენინგის, პოპ-სენსიტიურების შერწყმით და თანამედროვე ჟანრების სიყვარულით, როგორიცაა ჯაზი და როკი. მისი კლასიკური ფესვები აშკარად ჩანს მის კომპოზიციებში, ხშირად შეიცავს რთულ მელოდიებსა და ჰარმონიებს.
