როცა ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ ხალხს მოუწოდებს, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა და ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა

როცა ევროკავშირის ელჩი ს წინ ხალხს მოუწოდებს, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა და ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა
არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც უკრძალავს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ჩაერთონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში, ამის საპირისპიროდ, მაგალითად, ევროკავშირის ელჩმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ მოუწოდა ქართველ ხალხს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ზაზა შათირიშვილის ღია წერილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენციის მსგავსი, ძალიან უხეში დარღვევა ხელისუფლებას პრობლემებს არ უქმნის, თუნდაც არჩევნების მოგების ნაწილში, თუმცა არ შეიძლება, ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია.
„არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები, საელჩოები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ეს არც ელჩების და არც საელჩოების საქმეა, არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც უკრძალავს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ჩაერთონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. ამის საპირისპიროდ, თქვენ გახსოვთ, რომ მაგალითად, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ქართველ ამომრჩეველს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, პირდაპირ აღნიშნა მან, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო ცუდი და ამ პოლიტიკის შესაცვლელად უნდა გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე.
პირდაპირი პოლიტიკური, საარჩევნო მოწოდებაც კი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, რაც არის ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა. ეს ჩვენ პრობლემებს არ გვიქმნის როგორც ასეთი, მაგალითად არჩევნების მოგების კუთხით. ჩვენ მოვუგეთ ყველას, მათ შორის, ევროკავშირის ელჩს და ოთხივე რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას, პრობლემა სხვა რამეშია, არ შეიძლება, ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია. ქართველმა ხალხმა დაინახა არჩევნებამდე და ხედავს ახლაც, რომ ევროპელი ბიუროკრატები, 2012 წლიდან მოყოლებული, ასევე ამერიკელი ბიუროკრატები, ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, აგენტურა, საუბარია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. თქვენ ალბათ აკვირდებით ხოლმე საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ჩვეულებრივ სადისტებზეა საუბარი. რატომ უნდა ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ უნდოდა -ის წინა ადმინისტრაციას ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება, ამაზე საზოგადოება, რა თქმა უნდა, მსჯელობს და ეს იწვევს მათ თვალში ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას და აქამდე ასევე იწვევდა ამერიკული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას. როდესაც ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა,“- განაცხადა პრემიერმა.
Next: შეუწყვეტელი ცემა-ტყეპა. 40 გრადუსი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების ტანზე და ხელებზე – ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი კარანტინის საკანზე

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო