როცა დასავლელი „მეგობრების“ სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია

როცა დასავლელი „მეგობრების“ სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია
„თუ არ უზრუნველვყავით ქვეყანაში გამჭვირვალობა, მაშინ, რა თქმა უნდა, შავი ფულით უფრო იოლი იქნება ქვეყნის ხელისუფლების ჩანაცვლება უკვე ყოფილი, ჩვენთვის ნაცნობი და დესტრუქციაში გამოცდილი ხელისუფლებით,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა [] „ვივამედშია“. „ის არ წევს იქ ტყუილად, ის არის ქვეყანაში სპეციალურად შემოყვანილი“ – აღნიშნა მან.
„ჩვენი საგარეო მიმართულებები არ შეცვლილა – ეს არის დასავლური მიმართულება, მაგრამ არა ომის გავლით და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვით.
თუ დავთმობთ სუვერენიტეტს, დავთმობთ მშვიდობას და თუ არ უზრუნველვყავით ქვეყანაში გამჭვირვალობა, მაშინ, რა თქმა უნდა, შავი ფულით უფრო იოლი იქნება ქვეყნის ხელისუფლების ჩანაცვლება უკვე ყოფილი, ჩვენთვის ნაცნობი და დესტრუქციაში გამოცდილი ხელისუფლებით. ალტერნატივა „ვივამედშია“. ის არ წევს იქ ტყუილად, ის არის ქვეყანაში სპეციალურად შემოყვანილი.
გახსოვთ როგორ ზრუნავდნენ მასზე? საუბრობდნენ, თითქოს მას აწამებდნენ და უნდა დაეხსნათ, გვემუქრებოდნენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუ არ გათავისუფლდებოდა და ა.შ. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა დაადასტურა. ასე რომ, სახეზეა ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების ატრიბუტიკა, ეს არის სახიფათო გზა. თუ ჩვენ დავთმეთ სუვერენიტეტი და ავყევით ამ ორმაგ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ომის გზას ვერ ავცდებით. ასე რომ, ქუჩას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, მმართველ გუნდს კი, ეს გათავისებული აქვს.
ვის დაასანქცირებენ და ვის არა, ამაზე საუბარი საერთოდ არ რის. არც დეპუტატების ოჯახების ზიანზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როცა დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია, მაგრამ არა უშავს, ესეც მეორეხარისხოვანია. მთავარია ქვეყნის უპირატესი ინტერესი – საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში