“როცა დაგვჭირდება გამოვიყენებთ ერთსაც და მეორესაც” – რაში სურს გამოიყენოს გახარიას ნაცები და რაში – ოცნება?

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, მთავარ არხთან საუბრისას, ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, მისგან განსხვავებით. ვერ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა არჩევნებში 51 პროცენტის მიღების გარეშე.
გადამწყვეტი რას ნიშნავს? ჩვენ შეიძლება პირობითად ავიღოთ 6 პროცენტი… მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში ერთ მხარეს არიან ნაცები, მეორე მხარეს ოცნება და ჩვენი 7 პროცენტით საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენია.- მარტივია. როცა დაგვჭირდება გამოვიყენებთ ერთსაც და მეორესაც, რა პრობლემაა. როცა საქმე შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს, გამოვიყენებთ ნაცებს, როცა საქმე შეეხება პენიტენციურ სისტემაში სამართლიანობის აღდგენას – გამოვიყენებთ ოცნებას.
წამყვანის კითხვის: – მტრებთან იურთიერთებთ? ხომ ასე უწოდეთ?, – პასუხად, გახარიამ თქვა:
რას ნიშნავს მტრები? – ნაცებს ევროპა უნდოდათ და უნდათ მიშას გასათავისუფლებლად, ოცნებასაც უნდა ევროპა, თუ ასეთი ავტორიტარული რეჟიმით მიიღებენ ბედნიერები იქნებიან, ც ბედნიერი იქნება, მეორე ორბანი ეყოლება ევროკავშირში. ჩვენ ვიქნებით გადამწყვეტნი იმით, რომ როცა დაგვჭირდება ერთის ხმებს გამოვიყენებთ, როცა დაგვჭირდება – მეორეს. მტერი პოლიტიკაში არის პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ოცნებას რომ დასჭირდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნაცების 5 ხმა გამოიყენა. ეს პოლიტიკაა.
წამყვანის კითხვის: – მტრებს ბოდიშს არ უხდიან, ასე არ დაიწყეთ საუბარი?, – გახარია პასუხობს რომ ის, ოკუპანტი მართლა მტერია და ეს შიდა პოლიტიკური ურთიერთობები.
რაც შეეხება, ს შემდგომ მთავრობის დაკომპლექტებას, გახარია ამბობს:
ჩვენ არ შევუკრავთ პარლამენტში კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხმები იქნება გადამწყვეტი, ჩვენ ვიქნებით გადამწყვეტნი. მეორე სცენარია უმცირესობის მთავრობა, თუ არ იქნება უმცირესობაში ნაცები, შეიძლება ხმა მივცეთ უმცირესობის მთავრობა. მესამე სცენარია ტექნიკური მთავრობა. თუ დავინახავთ რომ არც ერთი სცენარი მუშაობს, სიურპრიზებიც ბევრი გვაქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი