“როცა გვიჭირდა, ხილი და საჭმელიც ბევრჯერ გამოუგზავნია “ობიექტივის” ჟურნალისტებისთვის” – ირმა ინაშვილი

14
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:
მრავალი სიკეთე მახსოვს პატრიარქისგან… თანადგომა, გამხნევება, დარიგება… აღსარებაც არაერთხელ ჩამიბარებია. როცა გვიჭირდა, ხილი და საჭმელიც ბევრჯერ გამოუგზავნია “ობიექტივის” ჟურნალისტებისთვის… ისე ლამაზად, ჩუმად, ლაზათიანად იცოდა სიკეთის ქმნა, გაოცდებოდა ადამიანი. თითქოს გრძნობდა, ვის… რა დროს… რა დახმარება სჭირდებოდა.
პატიმრებს რომ დიდი განსაცდელი ჰქონდათ, სამების ტაძარში გარდაცვლილების მშობლები, მეუღლეები, შვილები შეკრიბა და პანაშვიდი გადაიხადა… ყოველი მისი ქმედებით სათქმელს იმგვარად გადმოსცემდა, ყველა ხვდებოდა, ეს სათქმელი ვის ეხებოდა.
ბევრი ისეთი რამ მაქვს გასახსენებელი, რაც მის სათნოებაზე, სიბრძნეზე, კეთილ გულსა და უმანკო სულზე მეტყველებს, მაგრამ სხვა დროს დავწერ. ახლა ერთადერთი რამ მინდა ვთქვა: ჩვენო საყვარელო პატრიარქო, თქვენზე წესიერ კაცს მე ცხოვრებაში არ შევხვედრივარ…
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ თქვენთან ურთიერთობის საშუალება მქონდა… მადლობელი ვარ თქვენი, რომ ზუსტად მაშინ გვპოულობდით და გვამხნევებდით, როცა სადაცაა სასოწარკვეთილება მოგვერეოდა…  ყველაფერისთვის მადლობელი ვარ…

ასევე დაგაინტერესებთ