“როცა გაქვს ფინანსური და ვიღაც მოთაღლითო რუსს ელაპარაკები ქოუჩობის სერთიფიკატზე, ეს ამას ნიშნავს” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
სუსის უფროსმა და ქოცლიდერებმა ფაქტიურად დაადასტურეს, რომ ეკატერინე ხვედელიძის საუბარი არის ავთენტური. ამიტომ დავწერ რასაც ვფიქრობ ამ საუბარზე. რამე ქვეყნის დაქცევას კი არ ამბობს ეს ქალი, ქოუჩობა უნდა, სერთიფიკატი უნდა და ვიღაც რუს ქოუჩს ელაპარაკება ამ ამბავზე. უბედურება აქ სხვა რამეა: როცა გაქვს დრო და ფინანსური შესაძლებლობები, მთელი მსოფლიო მოიარო, ბევრი ენა ისწავლო, უამრავ კულტურას და სხვადასხვა ცოდნას ეზიარო, ნებისმიერ სფეროში საუკეთესო პრაქტიკები აითვისო და საუკეთესოებისგან მიიღო ყველაფერი, და ამ დროს ვიღაც ცოტა მოთაღლითო რუსს ელაპარაკები ქოუჩობის სერთიფიკატზე, ეს ნიშნავს რომ რუსკი მირი შენში ღრმად, საფუძვლიანად და სამუდამოდ არის ჩაბუდებული და იმის იქით სამყაროს არ აღიარებ, არ ცნობ, არ გაინტერესებს. და ეს ქალი, და მისი ასევე რუსკი მირში ჩარჩენილი ქმარი წყვეტენ ჩვენს ბედს და ჩვენც ამ სამყაროში უნდათ რომ ჩაგვტოვონ და ჩაგვახრჩონ.

ასევე დაგაინტერესებთ