,, როცა ბებიაა დამსმენიც, ენატანიაც და ზემოდან კიდევ ცილისმწამებელი, – ეს კატასტროფა უკვე პოლიტიკის მიღმაა” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი სოცოალურ ქსელში, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ევროპის მაღალი ტრიბუნიდან დღევანდელ მიმართვას ეხმაურება:
,,დამსმენ და ენატანია ბავშვს თანატოლებიც არ წყალობენ, მაგრამ როცა ბებიაა დამსმენიც, ენატანიაც და ზემოდან კიდევ ცილისმწამებელი, – ეს კატასტროფა უკვე პოლიტიკის მიღმაა და ეროვნულ სირცხვილად ყალიბდება”
ჟურნალისტი ია მამალაძე ნაცვლიშვილს თავისივე პოსტის ქვეშ პასუხობს:
,,ეს ასაკზე დაცინვა რა ამორალობაა?! რამდენი წლით უმცროსია ბოსი და ბოსის ბოსი “ბებიაზე”? არც თქვენ უნდა იყოთ ბევრად უმცროსი – შევარდნაძის დროიდან ხელისუფლებაში იყავით… ჰო, კიდევ – ტრამპი რამდენი წლისაა??? ასაკით აბულინგებთ??? ვარედაქტირებ: “ბებია” “ბაბუაზე” ოთხიოდე წლითაა უფროსი! შეესიეთ და დასცინეთ!“

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)