“როცა ასობით ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, როცა ხალხი წამლებს ვერ ყიდულობს და პროდუქტზე ფასები ყოველდღე იზრდება – ამ დროს ეკრანიდან ფუნტ სტერლინგების აფრიალება ცინიზმია” (ვიდეო)

“როცა ასობით ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, როცა ხალხი წამლებს ვერ ყიდულობს და პროდუქტზე ფასები ყოველდღე იზრდება – ამ დროს ეკრანიდან ფუნტ სტერლინგების აფრიალება უბრალოდ “ყველაფერი კარგადაა”-ს დემონსტრირება კი არა, ცინიზმია.
ეს არ არის უბრალოდ სიხარბე ან გემოვნების კრახი, ეს არის სოციალური სიბრმავე, იმ რეალობის არდანახვა, რომელშიც შენი ქვეყნის დიდი ნაწილი ცხოვრობს.
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ფულის აფრიალება “სტაბილურობის” დასამტკიცებლად არა ძალას, არამედ ღრმა გაუცხოებას აჩვენებს.
როდესაც უნდა ამტკიცო, რომ ყველაფერი კარგადაა, ეგ უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ნამდვილად არ არის კარგად.” – წერს პარტია ფედერალისტების წევრი, ლიკა გახარია სოციალურ ქსელში.