როცა არ გვქონდა 60%, არც ვამბობდით, მაგრამ ახლა კვლევების თანახმად გვაქვს დაახლოებით 60% და ვსაუბრობთ 60%-ზე

როცა არ გვქონდა 60%, არც ვამბობდით, მაგრამ ახლა კვლევების თანახმად გვაქვს დაახლოებით 60% და ვსაუბრობთ 60%-ზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, რომ მათი განცხადებები ამომრჩეველთა მხარდაჭერის 60%-ის შესახებ შესაბამისი კვლევებითაა გამყარებული.
მისივე თქმით, როცა მათი რეიტინგი შედარებით ნაკლები იყო, განცხადებებიც შესაბამისი კეთდებოდა და ასახელებდნენ არა 60%-ს, არამედ 50%-ს, რაც არჩევნების შედეგებითაც გამყარდა.
“ჩვენ გვაქვს რეიტინგები, სოციოლოგიური კვლევები და ეს არის ერთადერთი საფუძველი, რის მიხედვითაც ვაკეთებთ ამ განცხადებას. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 2021 წლის, 2020 წლის განცხადებები. ავიღოთ 2020 წელი – იყო მომენტი, როცა ჩვენი რეიტინგი 60%-ს აჭარბებდა – ეს იყო კოვიდის პერიოდი, თუმცა, შემდეგ კოვიდის პერიოდში გაიზარდა ციფრები და, შესაბამისად, რეიტინგი დაბლა ჩამოვიდა. მაშინაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, ჩვენ ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამომრჩევლისგან ხმის მიღებას, რაც ნიშნავს, დაახლოებით, 50%-ს და ავიღეთ 48%.
ზუსტად იმავე განცხადებებს ვაკეთებდით ჩვენ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ – იქაც ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღებას – დაახლოებით, 50%-ს და იქაც ავიღეთ 47%. ანუ, საბოლოო ჯამში, რასაც ვამბობდით, საზოგადოებას არ ვატყუებდით.
თქვენ აქვე შეგიძლიათ ნახოთ ოპოზიციის ძველი განცხადებები, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს და, საბოლოო ჯამში, ყველა არჩევნებს ასრულებდნენ მორიგი მარცხით. ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩევლებს. ამომრჩეველიც დაიღალა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქვთ დაბალი რეიტინგი, ესეცაა – გამუდმებით ტყუილშიო აცხოვრებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს.
არასდროს არ გვითქვამს 60% – არც 2020 და არც 2021 წელს – ეს თუ ჩვენი წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია, მაშინაც ვიტყოდით 60%-ს, მოცემულობა თუ იგივეა და დღესაც თუ გვაქვს 50%-მდე, რატომ ვიტყვით 60%-ს? ჩვენი ამოცანაა, ვთქვათ ის, რაც დღესაა ასახული რეიტინგებში. დღეს გვაქვს, დაახლოებით, 60% რეიტინგი და ჩვენი განცხადებების ერთადერთი საფუძველი სწორედ რეიტინგია. როცა არ გვქონდა 60% – 2020-ში თუ 2021-ში – არც ვამბობდით, ვაკეთებდით განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ ახლა, კვლევების თანახმად, გვაქვს, დაახლოებით 60% და ვსაუბრობთ 60%-ზე,” – აცხადებს პრემიერი.
Previous: ოპოზიციასაც აქვს სერიოზული გარე მხარდაჭერა, როცა გარე მხარდაჭერით სარგებლობენ სუბიექტები, რომლებიც სახელმწიფოსადმი მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, შემაშფოთებელია

ასევე დაგაინტერესებთ