როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს
როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში, მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, რიგ შემთხვევაში უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ, რაც მოწყვეტილია საერთოდ რეალობას. ერთია რა არის სინამდვილეში და მეორეა რას აცხადებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ გადაცემაში „იმედი LIVE” ევრობიუროკრატიისა და -ს წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე, იმიტომ, რომ ესე იგი რაღაც ინტერესი არსებობს. „მოლდოვა და თურმე ახლოს არის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპასთან და საქართველოა შორს.
რას ვერჩით ხოლმე, მაგრამ იმდენად ბრწყინვალე და თვალსაჩინო მაგალითია უსამართლობისა, როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, ის კი არ უნდა განსაჯო და განიხილო და იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, შენ თავსაც აღარ უნდა აკადრო, რომ მათი განცხადება, ვინც ამას კადრულობს, სწორია თუ არასწორია, არამედ უნდა დასვა კითხვა – რატომ ხდება ასე. არ არის აქ რაღაც განსაკუთრებული ჩაღრმავება საჭირო, ყველა ადამიანს აქვს გონებრივი შესაძლებლობა საიმისო, რომ იფიქროს, რატომ შეიძლება საქართველოზე, ყველაზე კრიტიკულად, ნებისმიერ მოვლენას რომ თვალი გადაავლო, ამბობდნენ, რომ მოლდოვაზე უკან არის დემოკრატიის თვალსაზრისით, რეფორმების თვალსაზრისით, ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ევროპული ღირებულებების გატარებით, რატომ? ის კი არა ასეა თუ არა, ასე თუ არა შეურაცხყოფაა უკვე ადამიანისთვის, რომ ეუბნები გჯერა, რომ მოლდოვა უფრო წინ არის? არ უნდა კითხო ადამიანს შეურაცხმყოფელია, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს. რაღაც ინტერესები რომ არსებობს პოლიტიკაში და ქვეყნებს თუ კონკრეტულ ჯგუფებს ეს ინტერესები აქვთ, ეს ხომ ბუნებრივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

ნანუაშვილი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც სახალხო დამცველი იყო და წესით ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ სისხლისღვრის გზით უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება