როცა ადამიანს ვიცნობ, ცოტა რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე – მდინარაძე ზურაბიშვილისგან ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებაზე

პარტია “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში, , საქართველოს პრეზიდენტის მიერ ს ოლიგარქად მოხსენიება “ნაცების მესიჯბოქსში ჩაჯდომად” შეაფასა. მან სალომე ზურაბიშვილს გაბოროტებული ადამიანი უწოდა.
“ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე „ნაცების“ მესიჯბოქსში. ს განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში.
მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს უნდა აკავებდეს ადამიანს, რადგან მე, პირადად, ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მინდოდეს მისი გაკრიტიკება, ცოტა რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ეს ადამიანური მომენტია და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, „ნაცებს“ რაც აქვთ ყველაზე მდაბიო „მესიჯბოქსი“ პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილზე, ამ გაბოროტებულ „მესიჯბოქსში“ ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა le monde-სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ის საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია და არის ადამიანი, რომელსაც ს მარცხი ვერ წარმოუდგენია.
დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაწესებული 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი იყო. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე. მის მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.
დეოლიგარქიზაციის განხორციელება დარჩა ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ 9 დათქმაშიც.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ