რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ისტორიაში პირველად, როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელდება – უკრაინასა და მოლდოვაზე.
რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ისინი ამ ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან.
„ვიცი, რომ სიტყვა „ისტორიულს“ ეს დღეებია ზედმეტად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ეს ზუსტად ისტორიული ამბავია. […] პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა – უკრაინასა და მოლდოვაზე.
როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელდება – უკრაინასა და მოლდოვაზე და ისინი ამ ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან“, – წერს ის X-ზე.