როსტომ ჩხეიძე: გიორგი სავანელი უთუოდ ამომიზნებული ჰყავდათ და ამ ხვედრს ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ როგორ გინდა საქვეყნო გზიდან გადაახვევინო კაცს, ვის არსებაშიც ილიას სულის ჟოლვა იგრძნობა!

მწერალი როსტომ ჩხეიძე:
ილია ჭავჭავაძის სახელს აფრიალებდნენ და აფრიალებენ ის ადამიანებიც, რომლებიც სინამდვილეში ბერბიჭაშვილის ცხოვრებით ცხოვრობენ.
გიორგი სავანელი მხოლოდ პიესას კი არ დაწერდა და დადგამდა ილიაზე, მხოლოდ ილიას სახელობის ჯილდოს კი არ დააწესებდა, არამედ მისი სულის ჟოლვას იგრძნობდა და მის კვალსაც გაჰყვებოდა.
იყო დრო, როდესაც ილიას კინაღამ დააკავებდნენ ხულიგნობის, პოლიციის წინაშე დაუმორჩილებლობის ბრალდებით, გიორგი სავანელს კი არ ასცდებოდა დაკავება იმავე მოტივით და თანაც ველური მეთოდებით, რაკიღა ძალის ბოროტად გამოყენება “ქართული ოცნების” მმართველობის საყრდენად და შთაგონებად ქცეულა.
გიორგი სავანელი უთუოდ ამომიზნებული ჰყავდათ და ამ ხვედრს ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ როგორ გინდა საქვეყნო გზიდან გადაახვევინო კაცს, ვის არსებაშიც ილიას სულის ჟოლვა იგრძნობა!