როსტოვის სასამართლომ ჯარისკაცს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფრონტზე თანამებრძოლის მკვლელობისთვის

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლომ ძალაში დატოვა როსტოვის გარნიზონის სასამართლოს განაჩენი კონტრაქტორ ბორის ბადმაევის მიმართ, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი სხეულის მძიმე ზიანის მიყენებაში. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, გასული წლის იანვარში მან დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერ სცემა და შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა თავისი თანამებრძოლი.

როგორც სასამართლომ დაადგინა, ბადმაევმა დაზარალებულს მისდამი “შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების“ გამო რამდენჯერმე დაატყა ხელი სახეში და შემდეგ სამზარეულო დანით დაჭრა. ჯარისკაცი, რომელსაც დანამ ბარძაყის არტერია გადაუჭრა, მოგვიანებით სისხლის დაკარგვით გარდაიცვალა.
სასამართლომ ბრალდებულს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში მოხდით. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა გარდაცვლილის დის სამოქალაქო სარჩელი, რომლის მიხედვითაც მსჯავრდადებულმა მას მიყენებული მორალური ტანჯვის საკომპენსაციოდ მილიონი რუბლი უნდა გადაუხადოს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!