„როსავიაციამ“ დროებით დახურა შვიდი აეროპორტი

15 თებერვალს, დილით, „როსავიაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებით დახურულია ს შვიდი ქალაქის აეროპორტები.
აეროპორტები დახურულია ასტრახანში, ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, კალუგაში, სარატოვსა და ულიანოვსკში.
უწყების განმარტებით, შეზღუდვები უსაფრთხოების აუცილებლობის მიზნით დაწესდა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა უკრაინის მხრიდან „მასირებულ შეტევას“ ერთ-ერთ საწარმოო ობიექტზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონს 14 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
15 თებერვალს დილით, სარატოვის ოლქის ხელმძღვანელმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ არხზე დაწერა რეგიონში დრონების თავდასხმების მოგერიების შესახებ.
რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
წყარო: რადიო თავისუფლება