რონ დესანტისმა გამოაცხადა, რომ ეთიშება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვირას გამოაცხადა, რომ ეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. მან ასევე თქვა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ექს-პრეზიდენტს ს კანდიდატურას, რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის.
დესანტისმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოცქსელ X-ში დაწერა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აიოვის შტატის კოკუსში მეორე ადგილი დაიკავა, მას არ შეუძლია „მხარდამჭერებს მოსთხოვოს, ნებაყოფლობით დათმონ საკუთარი დრო და საკუთარი რესურსები გაიღონ გამარჯვების ნათელი გზის გარეშე“.
როგორც BBC ანიშნავს, დესანტისის მოულოდნელი განცხადება გამოქვეყნდა ნიუ-ჰემფშირის საპრეზიდენტო პრაიმერიზის წინ, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. მას შემდეგ, რაც დესანტისი რბოლას ჩამოშორდა, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ერთადერთ სერიოზულ მეტოქედ რჩება სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და გაეროში -ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი.
როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, დესანტისს ბევრნი მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. 2023 წლის დამდეგს ის რამდენიმე გამოკითხვაში ლიდერობდა. მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფლორიდის გუბერნატორის მხარდამჭერთა ბაზისი შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი ლევან იოსელიანს: თქვენი დღევანდელი პოსტი საერთოდ იმის ეჭვსაც კი მიჩენს, რომ შეიძლება გულში ეთანხმებით კიდეც ხელისუფლების ასეთ მეთოდებს, მათსავით ფიქრობთ, რომ გარეთ ვინც გამოდის, ყველა ნაცია და მეტის ღირსები არიან