რონალდუმ კინოკომპანია შექმნა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ცნობილ ბრიტანელ რეჟისორ, მეთიუ ვონთან, პარტნიორობით, კინოკომპანია, UR•Marv შექმნა.
მისი მიზანი კონოწარმოებაში ახალი მიდგომების დამკვიდრებაა. მისიად განსაზღვრულია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტრადიციული მეთოდების შერწყმით კინოწარმოებისადმი მიდგომის შეცვლა.
ახლადშექმნილმა კინოკომპანიამ ორი მძაფრსიუჟეიანი ფილმი უკვე შექმნა, ამჟამად მესამეზე მუშაობს. სამივე ფილმი ერთი სერიისაა. პირველი ფილმის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 40 წლის კრიშტიანუ რონალდუ სპორტული კარიერის დასასრულს ფეხბურთის მიღმაც ცდილობს ბიზნესპოზიციონირებას. ის ინვესტიციებს აქტიურად დებს მედიაში. მაგალითად, 2023 წელს ის პორტუგალიური მედიაკონგლომერატ Medialivre-ის ინვესტორი გახდა, ხოლო 2024 წლის აგვისტოში საკუთარი YouTube-არხი, UR Cristiano ჩაუშვა. რონალდუს ინვესტიციები, ასევე, სასტუმროების ქსელსა და ფაიფურის მწარმოებელ პორტუგალიურ კომპანიაში წილებს მოიცავს. მან ახლახან ლისაბონში ჩოგბურთის კლუბის შეძენის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი (Bloomberg-ის ცნობით).
მეთიუ ვონსი ცნობილი ბრიტანელი კინოპროდიუსერის და რეჟისორია. მის ნამუშევრებია: „ფენოვანი ნამცხვარი“ (“Layer Cake,” 2004 წ.), „ვარსკვლავური მტვერი“ (“Stardust,” 2007 წ.), 2010 წლის „Kick-Ass,“ ასევე, “იქს-ადამიანები: პირველი კლასი” (“X-Men: First Class,” 2011 წ.), 2014 წლის ფრენჩაიზი, “კინგსმენი: საიდუმლო სამსახური” (“Kingsman: The Secret Service”) და სხვ.