აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მყოფ პსჟ-ს გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას კითხვა დაუსვეს – რონალდოს თამაში უფრო მოსწონს თუ ლეო მესის.
„თქვენ იცით, რომ მე ძალიან მომწონს რონალდოს თამაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მესი საფეხბურთო სამყაროში სხვა პლანეტიდანაა“, – უპასუხა Faze Jason-ის სტრიმზე კვარაცხელიამ, რომელიც კრიშტიანოს ფანია.
„იუთუბერმა“ ჯეისონ უინსმა პირდაპირი ტრანსლიაციისას პარიზული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჩამოართვა მინი-ინტერვიუ.
თუ პსჟ-მ В ჯგუფში გაიმარჯვებს, „ინტერ მაიამი“ კი А ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ეს გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან. ასე რომ, ხვიჩას მესის წინააღმდეგ თამაში სავსებით შესაძლებელია.
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
“როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა…” – რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
