ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.
გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდო ლუის ნაზარიომ გააკეთა, მან “რეალის” ვარსკვლავს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვინისიუსი ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
“ზოგიერთები მისი გვარის ამოშლას ცდილობდნენ, მაგრამ ყველას დაუმტკიცა რაც შეუძლია და მათ წინ იცეკვა. დღეს
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფერადკანიანი ბრაზილიელია”, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
ცნობისთვის, ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.