რონალდო და ევროპის ჩემპიონატი – რა უნიკალური მაჩვენებლების დაფიქსირებას ეცდება კრიშტიანო საქართველოს ნაკრებისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ

ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო ამ ზაფხულს კარიერაში მეექვსე ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, რაც უნიკალური შედეგია.
რა გააკეთა
მან თავისი ქვეყნის მაისურით ევროზე ასპარეზობა 2004 წელს დაიწყო, შემდეგ კი არცერთი ტურნირი არ გამოუტოვია. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 4-ზე მეტ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, კრიშტიანოს ანგარიშზე კი უკვე 5 ევრო მოდის.
რონალდო ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. მან მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო და მეორე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ მიშელ პლატინის 5 გოლით უსწრებს.
საინტერესოა, რომ ვეტერანი ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა
და ფინალური ეტაპის ეგიდით ჩატარებული მატჩების ჯამითაც ბომბარდირია. მან 50 ბურთი შეაგდო და 2-ჯერ უსწრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომლის ანგარიშზეც 25 ზუსტი დარტყმა მოდის.
“ალ ნასრის” შემტევს თავისი ქვეყნის მაისური ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ მოურგია (25) 2-3 ადგილზე ჟოაო მოუტინიო და კეპლერ პეპე არიან (19 მატჩი). ასევა მან საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლითაც პორტუგალიელთა რიგებში ჯამში 64 შეხვედრა ჩაატარა, რაც აბსოლიტური რეკორდია და მეორე ადგილზე მყოფ ჯანლუიჯი ბუფონს (58) 6 მატჩით უსწრებს.
რონალდო იქნება 39 წლის, როდესაც ევრო 2024-ზე ითამაშებს. მას შეუძლია გახდეს ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული ბომბარდირი. ბოლოს ეს 2008 წელს ავსტრიელმა ივიცა ვასტიჩმა 38 წლისა და 257 დღის ასაკში შეძლო.

კრიშტიანო გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, თუ ის ევრო 2024-ის ფინალში გოლს შეაგდებს. ეს მაჩვენებელი ახლა ლეონარდო ბონუჩის ეკუთვნის, რომელმაც 34 წლისა და 71 დღის ასაკში ევრო 2020-ზე გაიტანა.
“რეალის” ყოფილი ვარსკვლავი უეჭველად გახდება ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ეს მაჩვენებელი 39 წლისა და 91 დღის ასაკში 2000 წელს გერმანელმა ლოთარ მათეუსმა დააფიქსირა.
კრიშტიანოს შეუძლია იენს ლემანის შემდეგ (2008 წელი, 38 წლისა და 232 დღის) შემდეგ გახდეს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, თუ ის ფინალში ითამაშებს.
ასევე თუ ის ამ ტურნირს მოიგებს, ამითაც რეკორდს დაამყარებს. აღნიშნული მაჩვენებელი ახლა ნიდერლანდელ არნოლდ მიურენს ეკუთვნის, (1988 წელი, 37 წლისა და 22 დღის).
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან ჩეხეთთან და თურქეთთან ერთადაა.