“რონალდოს შემხედვარე ეს სულ მაკვირვებს… ამით მე და ჩემი კოლეგები გაოცებული ვართ” – პორტუგალიელთა მწვრთნელი კრიშტიანოს შესახებ

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თავისი გუნდის მთავარ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შესახებ UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.
“ბევრმა მოთამაშემ ვერ მიაღწია იმას, რაც მან შეძლო. ის მრავალი თვალსაზრისით სამაგალითოა. იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გუნდის შემადგენლობაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, სერიოზული მიღწევაა.
ის, რაც ყოველთვის მაკვირვებს კრიშტიანოში, არის ის, თუ როგორ ეწინააღმდეგება ის თავის ასაკს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ მე და ჩემი კოლეგები გაოცებულები ვართ. მოთამაშე, რომელმაც უკვე მიაღწია ყველაფერს და რომელსაც შეუძლია
ვარჯიშზე დატვირთვების დამოუკიდებლად დოზირება, გამარჯვების სურვილით არის მოტივირებული.
ის შეპყრობილია იყოს საუკეთესო. სრულყოფილების იდეით, რომლის მიღწევაც სურს კარიერაში. ეს ყოველივე გადამდებია.ნაკრებში მისული ახალგაზრდა ფეხბურთელები ხედავენ ადამიანს, მოთამაშეს და კერპს, რომელსაც ტელევიზორში უყურებდნენ.
თუ პეპესა და რონალდოს მსგავსი ფეხბურთელებიდან ახალგაზრიდები მაგალითს და გამოცდილებას მიიღებენ, უკეთესი გახდებიან”, – თქვა მარტინესმა.