რონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება – მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მეხუთე ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ალ ნასრს“ დაუზავდა – 0:0.
გველესინმა შეუცვლელად ითამაშა, sofascore 7.5 შეფასება დაიმსახურა, flashscore-სგან კი 7.1.
მასპინძელთა ლიდერმა რონალდომ 78-ე წუთამდე ითამაშა, მარცელო ბროზოვიჩმა და სადიო მანემ კი შეუცვლელად. მე-2 წუთზე კრიშტიანო მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პორტუგალიელმა უთხრა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და თერთმეტმეტრიანი გააუქმებინა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მცველის ალი ლაჯამის გაძევების გამო მე-17 წუთიდან კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.
E ჯგუფში „ალ
ნასრი“ 13 ქულით პირველ ადგილზეა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო „პერსეპოლისს“ 8 ქულა აქვს, მეორე პოზიცია გაინაღდა და პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. 5 დეკემბერს ირანული გუნდი ბოლო ტურში „ალ დუჰაილს“ უმასპინძლებს.
ალ ნასრი – პერსეპოლისი 0:0
გაძევება: ალი ლაჯამი (17, ალ ნასრი)