რონალდოს პოსტმა სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა

რონალდოს პოსტმა სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა
“ალ ნასრისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს პოსტმა სოციალურ ქსელში ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
39 წლის ფეხბურთელი “რეალში” კილიან მბაპეს ტრანსფერს გამოეხმაურა და დაწერა:
“მოუთმენლად ველოდები, როგორ გაანათებ “ბერნაბეუზე”, – დაწერა კრიშტიანომ. ამ პოსტს 4,6 მილიონზე მეტი მოწონება მოჰყვა, რაც ყველა დროის რეკორდია.