რონალდოს მოლდოვური გუნდი კონტრაქტს სთავაზობს

“ალ ნასრის” ლეგენდარულ შემტევ კრიშტიანო რონალდოს მოლდოვურმა “დაჩია ბუიუკანიმ” კონტრაქტი და კარიერის მათ კლუბში გაგრძელება შესთავაზა.
“რონალდოს ჯერ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი “ალ ნასრისთან” და ღია იქნება შემოთავაზებებისთვის ამ ზამთარში. გვჯერა, რომ საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელისთვის კარიერის გასაგრძელებლად არის ჩვენი კლუბი რამდენიმე მიზეზის გამო.
ჯერ ერთი, მას სხვა ფერებთან შეგუება არ მოუწევს, ჩვენ ისევ ყვითელ-ლურჯ ფერებში ვთამაშობთ. შემდეგ ჩვენ მას ვპირდებით ადგილს კლუბის ადმინისტრაციაში, როგორც აკადემიის საერთაშორისო ბრენდის ელჩი ან ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი (სადმე უნდა დაიწყოთ მწვრთნელობა “მანჩესტერ იუნაიტედის” ან მადრიდის “რეალის”
მართვამდე). კრიშტიანო, ჩვენ გელოდებით”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში