დამისახელეთ 6 წლის მანძილზე სალომე ზურაბიშვილის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, ან საქმე, სამწუხაროდ ვერ დამისახელებთ, თუ მეტყვით შესაბამისი ძალაუფლება არ ჰქონდაო, გიპასუხებთ, გული გულობდეს და საერთოდ არანაირი ძალაუფლება რომ არ გქონდეს, მაშინაც კი შეიძლება საქმის კეთება, ფაქტი გინდათ? კი ბატონო! არც ძალაუფლება მქონია და არც არანაირი მხარდაჭერა და 45 კანონპროექტი დავწერე (ყველა ხალხის დაკვეთა იყო) და ფერეიდნელების 12 პროექტი გავაკეთე… მას გაცილებით მეტი შეეძლო, პრეზიდენტი ერქვა, ტრიბუნაც ჰქონდა და ტელემედიის მხარდაჭერაც… ნუ ცდილობთ კომბლისგან სალამურის გაკეთებას, არ გამოვა, თუ ჩემი არ გჯერათ აგერ ამ ციტატას დაუჯერეთ: “ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.”
ახალ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილის კი ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაუნიშნავს, პიროვნება რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. რო ჰკითხო ნაცებს ებრძვიან.