“რომ მომაჩვენებ, ის შენ შეჭამე…” – რას წერს გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
“ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბება – ქაღალდზე ორნიშნა ზრდა, მაცივარში ორნიშნა კლება.
კარგი იქნება რომელიმე დეპუტატი ერთ კახურ ანეგდოტს თუ მოუყვება:
მიხომ უნივერსტეტი დაამთავრა და სოფელში დაბრუნდა.
ერთ დღეს მამასთან ერთად სადილობს.
– მიხო, თბილისში რა ისწავლე? – ჰკითხა მამამ.
– ფილოსოფია – ამაყად უპასუხა მიხომ.
– ეგ რა არის?
– აი თევზს ხომ ხედავ? მე შემიძლია გელაპარაკო და ეს თევზი ორად მოგაჩვენო.
– კარგი შვილო, მაშინ ამას მე შევჭამ და რომ მომაჩვენებ, ის შენ შეჭამე – უპასუხა მამამ.
#მაცივარიNational”