“რომ მოიგოს ევროვიზია და მერე განქოცდეს – ეს იქნება საუკეთესო სცენარი” – გურამ შეროზია

ევროვიზიაზე მარიამ შენგელია წარგვადგენს, დადასტურდა უკვე და მოდით, მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით:
– ძალიან ლამაზი, ეშხიანი და ქარიზმატული გოგოა – კარგად მღერის და რაღაცნაირი, სახასიათო, მსუყე ტემბრი აქვს – კარგადაც ცეკვავს და ზოგადად ნიჭიერია – მეგრელია და ამით ზედა ყველა პუნქტი ლოგიკური ხდება. არ მინახავს მისი პუწინისტური მოწოდებები, ნუ ქოცად რომ არის წოდებული და მათთან არის ასოცირებული ეს ნაკლი აქვს, კი. თუმცა მისი ხოხიალი ფეიჯიდან ფეიჯზე და ლანძღვა ქოცობის გამო, როგორც არტისტის, არ მგონია მართებული. თუ ქოცობის გამო გახდა რჩეული – ტეხავს, მაგრამ ფაქტია მაგარი გოგოა. რაც არ უნდა იყოს, ქვეყნის პიარისთვის ევროვიზია ძალიან მნიშვნელოვანია და ასეც და ისეც მხარს დავუჭერდი!
რომ მოიგოს ევროვიზია და მერე განქოცდეს – ეს იქნება საუკეთესო სცენარი, და მეც ასე მგონია, რომ ამ დიდი ტრამპლინისთვის გამოიყენებს ამათ და იქვე, პირდაპირ სცენაზე განაცხადებს: zezxli oligarqias! … ჰო, ეს გოგოს რაც შეეხება და სიმღერა ევროვიზიისთვის ზემდეტად უპერსპექტივო მგონია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე