რომ მივხვდი, თავს არ მანებებდნენ და გამოსავალი აღარ იყო, დავთანხმდი – რატომღაც განცხადება დამაწერინეს გიგი უგულავას და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა

რომ მივხვდი, თავს არ მანებებდნენ და გამოსავალი აღარ იყო, დავთანხმდი – რატომღაც განცხადება დამაწერინეს გიგი უგულავას და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა
რომ მივხვდი, თავს არ მანებებდნენ და გამოსავალი აღარ იყო, დავთანხმდი, დავწერ ამ განცხადებას მაგრამ ვის სახელზე-თქო და რა ფორმა შევარჩიო-თქო. შენ არ ინერვიულო, ჩვენ გიკარნახებთო და რატომღაც დამაწერინეს გიგი უგულავას სახელზე და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე, პრეზიდენტი მყავს მხედველობაში, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა, – განაცხადა „ლისის ტბის“ ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით დათმობის და მასზე ზეწოლის საქმე განიხილება.
ბიზნესმენის განმარტებით, სააკაშვილის განკარგულების თანახმად, ვადა 2014 წლის ბოლომდე ჰქონდა, თუმცა, 2006 წლის ნოემბერში ქონება დაათმობინეს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჰყავდა პარტნიორები, შექმნეს სააქციო საზოგადოება, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე , სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კი ბადრი ჯაფარიძე იყო. ასევე სააქციო საზოგადოების წევრები იყვნენ უცხოელი ინვესტორები, შესაბამისად, ახვლედიანის თქმით, ვალდებულებების შესრულებას თავისუფლად შეძლებდნენ.
„დამაწერინეს, საერთო ჯამში, რომ არ მინდოდა ჩემი ქონება, ვალდებულებებს ვერ ვასრულებდი და ა.შ. ამ დროს, პრეზიდენტის განკარგულებით, სულ რომ არაფერი მქონოდა გაკეთებული, 2014 წლის ბოლომდე გვქონდა ვადა და ჩემი ეს განცხადება დაიწერა 2006 წლის 4 ნოემბერს. ბრძანებულება გამოცემულია 2006 წლის ივლისში. ამით ხაზი იმას მინდა გავუსვა, რომ დრო იმდენი გვქონდა, მით უმეტეს, პარტნიორები გვყავდა, სააქციო საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო , სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო ბადრი ჯაფარიძე, მე მოადგილე ვიყავი.
წარმოდგენილი მაქვს დოკუმენტები, რომ საბანკო ანგარიშზე 2 მილიონ დოლარზე მეტი გვედო, ხაზარაძეს კიდევ 500 ათას დოლარზე მეტი ჰქონდა შემოსატანი. გვყავდა პარტნიორები „აი ფი ესი“, „იბიარდი“, „ ბანკი“ „ჯი არ დი სი“ და ის უცხოელი ინვესტორები, რომლებიც სააქციო საზოგადოების წევრები იყვნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ თავისუფლად შევძლებდით ყველა ამ ვალდებულების შესრულებას, როგორც პრეზიდენტის განკარგულებაში იყო ჩადებული, მაგრამ, ეტყობა, ან ზედმეტად ჩამთვალეს, ან ეცოტავათ ჩემი თუ თავიანთი წილი, ამიტომ მაიძულეს – კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს იყო ჩემი ნების საწინააღმდეგოდ დაწერილი განცხადება. ერთადერთი, რისი ჩაწერაც მათთან შეთანხმების გარეშე შევძელი, რადგან ეტყობა ეჩქარებოდათ და აღარც წაუკითხავთ, იქ ჩავუწერე, რომ გიბრუნებთ ყველაფერს კომპენსაციის სანაცვლოდ.“ – განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.
Previous: აქციებზე ამაყად კი ამბობენ, რომ არ ეშინიათ, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ საშიში არაფერია. ჯიხურებზე გვამების შემოდების დრო დამთავრდა!

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან