რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები ს შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ
მარტა კოსის განცხადების წაკითხვისას პირველი თვალში რაც მეცა, ეს მათი მიმართვის ობიექტია-საქართველოს ხელისუფლება! – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, განცხადებით ირკვევა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას. ნიკოლეიშვილის თქმით, კალასი და კოსი ეუთო/ოდირის მოსაზრებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას, თუმცა, ამ ორგანიზაციის პოზიტიური დასკვნა არჩევნებთან
დაკავშირებით, მათ არაფრად ჩააგდეს, რადგან შედეგი მათთვის მიუღებელი იყო.
“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების წაკითხვისას პირველი თვალში რაც მეცა, ეს მათი მიმართვის ობიექტია-საქართველოს ხელისუფლება! ოჰო, თურმე ვის მიმართავენ იმ ხელისუფლებას, რომლის ლეგიტიმურობის არც აღიარება და მილოცვა მათგან ჯერ არ გაგვიგონია! ე.ი. დავიწყოთ იმით, რომ აღიარებთ ამ ხელისუფლებას, მაგრამ რახან არ გვილოცავთ და თურმე მის ლეგიტიმურობას ასე გულდაგულ უმალავთ ევროკავშირის ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას, მინიმუმ უხერხული და მაქსიმუმ ამორალური ხომ არაა! ახლა, რომ გვეუბნებიან ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ თქვენი ქვეყნის კანონებს მიიღებთო, ეს რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებით, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეთ?
იმიტომ ხომ არა შედეგები არც თქვენ გაწყობდათ და არც თქვენს ჯაშუშებს? ისე რახან ევრო ბიუროკრატები, მაინც ვერ ეშვებით შანტაჟის ენით საუბარს საქართველოს ხელისუფლებასთან, კაია კალასის და მარტო კოსის მოწოდებები თქვენთვის ჩვეული ორმაგ სტანდარტის გაგრძელებაა. ამ “პატიოსან გვამებს” ალბათ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს პატრიოტ და პრინციპულ ხელისუფლებასთან, რომელთანაც ასეთ ტონით საუბარი პირველ რიგში მათთვის, ევროპელი მაღალჩინოსნებისათვისაა შეურაცხმყოფელი.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის “მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია”, და თანაც 40 ათასი სანქციის გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის – დასაჯარიმებელი კი არა, “ვირის აბანოშია” შესაგდები