“რომ არ დაგვაბულინგონ…” – კალაძის “საჩუქარი” ხალხის ფულით და ტელეეკრანიდან

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საჩუქარია მოსახლეობისთვის კონცერტი, ეს ფრიად უცნაურია, რადგან, ამ კონცერტის ფული ბიუჯეტიდან იხარჯება, ანუ, ხალხი იხდის მის საფასურს.
„საახალწლო გალაკონცერტი წელს სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი
მას დღეს ღამით იხილავს. გალაკონცერტი ერთი მხრივ, არის საჩუქარი
მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელშეწყობა და დახმარება ქართველი
მუსიკოსებისთვის, მომღერლებისთვის. ვფიქრობ, ზედმეტია ახსნა-განმარტება თუ
რატომ იმართება სატელევიზიო ფორმატით. ამ საზეიმო წუთებში არ გადაგღლით
მძიმე თემებით, ვიტყვი მხოლოდ ერთს – ასე იქცევა პასუხისმგებლიანი
ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, თავიდან აარიდოს ადამიანებს ბულინგი და
შეურაცხყოფა, რაც არაერთხელ ვიხილეთ თუნდაც იგივე მუსიკოსების
მისამართით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები