რომ არა ტრამპი, ბაიდენს პრეზიდენტად კენჭი შესაძლოა აღარ ეყარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებული არ არის, რომ კენჭს მეორე ვადით იყრიდა, რომ არა ექს-პრეზიდენტ ს გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის არჩევნებში. ამის შესახებ, როგორც CNN-ი და The New York Times-ი წერენ, ბაიდენმა 5 დეკემბერს განაცხადა ბოსტონში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ჯო ბაიდენის თქმით, მეორე ვადით დონალდ ტრამპის არჩევა ამერიკული დემოკრატიისთვის ეგზისტენციალური საფრთხე იქნება, რასაც ვერ დაუშვებენ.
მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან.
დონალდ ტრამპი -ის პრეზიდენტებს შორის პირველია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო ს შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
77 წლის დონალდ ტრამპი, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება 2022 წლის ნოემბერში დაადასტურა, ამჟამად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც 2023 წლის 20 ნოემბერს 81 წელი შეუსრულდა, მეორე ვადით კენჭისყრის გადაწყვეტილება ოფიციალურად აპრილში გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი