“რომ არა “რეალი”, კარიერას “პარი სენ ჟერმენში” დავასრულებდი” – კილიან მბაპე

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კილიან მბაპემ beIN Sports-თან ინტერვიუში “პარი სენ ჟერმენზე” ისაუბრა.
ფრანგის თქმით, რომ არა “ბლანკოსი”, პარიზულ კლუბს არასდროს დატოვებდა.
“პარი სენ ჟერმენში” 7 არაჩვეულებრივი წელი გავატარე. ეს დიდი პატივი იყო. ბევრს არ ვსაუბრობდი, მაგრამ პარიზული კლუბის სიდიადეს კარგად ვიაზრებდი. პსჟ საფრანგეთის საუკეთესო საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეული კლუბია. რაც შეეხება “რეალს”, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც “პარი სენ ჟერმენს” დატოვებდი. რომ არა “ბლანკოსი”, კარიერას პსჟ-ში დავასრულებდი”, – განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, მბაპე მადრიდის “რეალს”, გასულ
ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა “სამეფო კლუბის” მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 22 მატჩში, თავი 12 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში