“რომ არა ივანიშვილი, უამრავი დახოცილი მოქალაქე გვეყოლებოდა!” – დიტო სამხარაძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში, წერს:
“რომ არ ყოფილიყო ერისკაცი , დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალაქე გვეყოლებოდა! ყველაზე დიდი ბედნიერება შენი ქვეყნის ერთგული სიყვარულია, სიამაყე – ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქეობა და ერის/ბერის, მომავალი თაობების დაცვა, სიხარული – შენი ქვეყნის მიღწევების, განვითარების აღიარება და სამშობლოს ინტერესების გატარება. ეს არის იმ გუნდის პრიორიტეტი, რომელიც ბატონმა ბიძინამ, ერისკაცმა შექმნა! ჩვენს მაგარ ქვეყანას თავში ვერავინ წამოარტყამს! საქართველოს მშვიდობის, კეთილდღეობის, დამოუკიდებლობის გარანტი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა!”