რომში დააკავეს მძარცველი, რომელიც დანაშაულის ადგილზე წიგნის კითხვით გაერთო

რომში, 38 წლის მძარცველმა 71 წლის კაცის სახლში შეაღწია, მაგრამ ის წიგნმა შეაჩერა: კაცი იქამდე კითხულობდა, სანამ სახლში პოლიცია არ მივიდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მძარცველი ჯოვანი ნუჩის წიგნმა, „ღმერთები 6-ზე“ გაიტაცა, რომელიც სახლის მფლობელის საწოლთან იდო. სანამ ქურდი წიგნს აივანზე კითხულობდა, სახლის პატრონმა გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა.
როდესაც მძარცველმა ადგილზე მისული სამართალდამცველები დაინახა, გაქცევა სცადა, მაგრამ პოლიციელებმა მისი დაკავება მოახერხეს. იტალიურ მედიაში ქურდს „ინტელექტუალი-მძარცველი“ შეარქვეს. მწერალმა ჯოვანი ნუჩიმ კი მასთან შეხვედრა მოისურვა.
„ეს სიურრეალისტური ისტორიაა, მაგრამ მასში ბევრი ადამიანობაა“, – მიიჩნევს ავტორი, რომელიც აპირებს მძარცველს საკუთარი წიგნი აჩუქოს.
imedinews