რომპეტროლ საქართველოს ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს

24 ნოემბრიდან, კუანიშ ჟოლბარისი „რომპეტროლ საქართველოს“ ახალ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. თითქმის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა და ტექნოლოგიები, კუანიშის ახალი მისია საქართველოში ბიზნესის განვითარებაა, როგორც KMG-ს International ჯგუფის შემადგენელი კომპანიების ნაწილისა.
„რომპეტროლ საქართველოს“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე, კუანიშ ჟოლბარისს ნამუშევარი აქვს ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა კომერციული დირექტორის, გაყიდვების დირექტორის, ბიზნესის განვითარების დირექტორისა და რეგიონული დირექტორის პოზიციები. ბოლო პერიოდში კი მას „რომპეტროლ საქართველოში“ კომერციული მენეჯერის პოზიცია ეკავა.
„რომპეტროლ საქართველო“ KMG International ჯგუფის დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებას 66 ავტოგასამართი სადგურის ქსელს უწევს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე აღიარებულია, როგორც მოწინავე კომპანია უმაღლესი ხარისხის „ევრო 5“ სტანდარტის საწვავის მიწოდების თვალსაზრისით.
ამასთან, „რომპეტროლ საქართველო“ მართავს ქვეყნის მნიშვნელოვან ნავთობბაზებს თბილისსა და ბათუმში, რომელთაგან ეს უკანასკნელი, შავი ზღვის ნავთობ ტერმინალში მდებარეობს. კომპანია საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და მნიშვნელოვანი დამსაქმებელია, 800-მდე სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანით.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს