რომი შნაიდერის ბოლო დღე: საბედისწერო 29 მაისი და ლეგენდად ქცეული 43 წელი დედამიწაზე – Marao

რომი შნაიდერი 1982 წლის 30 მაისს გარდაიცვალა. ყველამ იცოდა დიდებული მსახიობის ცხოვრების ტრაგედიის შესახებ და არავის შეეძლო დაჯერება, რომ მას 44 წლის ასაკში გული გაუჩერდა. გაზეთები გამოვიდა სათაურებით: „რომი შნაიდერმა თავი მოიკლა“. მოგვიანებით ოფიციალურად განაცხადეს, რომ რომის გულმა, უბრალოდ, სტრესს ვერ გაუძლო. საყვარელი მსახიობის გარდაცვალებას მთელი ევროპა გლოვობდა.
1. მისი ცხოვრება მთლიანად დრამა იყო
რომი შნაიდერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავსტრიის იმპერატრიცა ელისაბედის განსახიერებით. თუმცა, ვერცხლისფერი ეკრანის ბრწყინვალე ფარდის მიღმა, შნაიდერის ცხოვრება ტრაგედიებით იყო სავსე.
ფიურერთან ადრეული ურთიერთობებიდან დაწყებული, განწირული ქორწინებებითა და მღელვარე სასიყვარულო რომანებით დამთავრებული, შნაიდერი ტანჯვით სავსე ცხოვრებას ეწეოდა — მათ შორის ერთ ტრაგიკულ შემთხვევასაც, რომლის გადალახვაც უბრალოდ ვერ შეძლო.
2. მისი დედა კინოლეგენდა იყო
როზმარი მაგდალენა ალბახი 1938 წლის სექტემბერში, ვენაში, ავსტრიაში დაიბადა. მისი მამა ვოლფ ალბახ-რეტი, ვენის ფოლკსთეატერის ცნობილი მსახიობი იყო. დედამისიც მაგდა შნაიდერი იყო, გერმანული მიუზიკლების ვარსკვლავი გახდა.
3. ის ფიურერთან ახლოს იყო
არსებობს ცნობებიც კი, რომ ფიურერი რეგულარულად მასპინძლობდა მაგდა და ვოლფ შნაიდერებს. მის ოჯახს გარკვეული საეჭვო კავშირები ჰქონდა.
4. დედას სახიფათო რომანი ჰქონდა
იმდროინდელი ცნობების თანახმად, შნაიდერის დედა, მაგდა, ფიურერის საყვარელი მსახიობი ქალი იყო. და, როგორც ჩანს, მას არ უჭირდა თავისი „აღტაცების“ გამოხატვა. შნაიდერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დედას, ფაქტობრივად, რომანი ჰქონდა ფიურერთან.
5. მშობლებმა ის გაუშვეს
სულ რაღაც ერთი თვის ასაკში შნაიდერის მშობლებმა, რომლებიც ზედმეტად იყვნენ დაკავებულნი სამსახიობო კარიერით, ის გაუშვეს. მან სიცოცხლის პირველი წლები ბებია-ბაბუასთან, ფრანც ქსავერთან და მარია შნაიდერთან გაატარა.
6. მამინაცვალი რომით იყო დაინტერესებული
ათწლეულების შემდეგ, რომიმ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მამინაცვალი მისით ზედმეტად იყო დაინტერესებული.
7. მას არ შეეძლო დედისგან თავის დაღწევა
გერმანული კინოს წამყვანი მსახიობი ქალის სტატუსის მიუხედავად, შნაიდერი ვერ გაექცა დედისა და მამინაცვლის კონტროლს. „სისის“ ტრილოგიის სამივე ფილმში მაგდამ შნაიდერი რომის ეკრანულ დედას თამაშობდა.
8. მისი საქმრო ახსნა-განმარტების გარეშე წავიდა
ხუთწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, ამ იდეალური წყვილის რომანი საბედისწეროდ დასრულდა. დელონმა შნაიდერი ყველაზე უარესი გზით მიატოვა. სავარაუდოდ, მან მხოლოდ ერთი წერილი დატოვა : „ბოდიში. ვიცი, რომ უბედურს გაგხდი. ნატალისთან ერთად მექსიკაში მივდივარ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!“
9. მან შოკისმომგვრელი აღსარება გააკეთა
1971 წელს შნაიდერმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის მთავრობა პროვოკაციული განცხადებით შოკში ჩააგდო. 28 სხვა ქალთან ერთად, ის გერმანული ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა წარწერით „ჩვენ აბორტები გავიკეთეთ!“.
10. მისმა ყოფილმა ქმარმა თავი ჩამოიხრჩო
ცხრა წლიანი ქორწინების შემდეგ შნაიდერი და მეიენი დაშორდნენ. თუმცა, ამჯერად შნაიდერი არ იყო ის, ვინც საკუთარ თავს ზიანს აყენებდა. მეიენი დეპრესიით იტანჯებოდა ნოიენგამეს საკონცენტრაციო ბანაკში გადატანილი განსაცდელების გამო. განქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ შნაიდერმა საშინელი ამბავი შეიტყო: მისმა ყოფილმა ქმარმა და მისი შვილის მამამ თავი ჩამოიხრჩო.
11. შვილის სიკვდილი
1981 წელს შნაიდერის ვაჟი და მისი სულ უფრო და უფრო პირქუში ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი, დევიდი, ბებია-ბაბუას სტუმრობდა. როდესაც 14 წლის ბიჭმა მათი წვეტიანი რკინის ჭიშკრიდან გადახტომა სცადა, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მან ბარძაყის არტერია გაიხვრიტა და, სამწუხაროდ, ტრავმის შედეგად ბიჭი გარდაიცვალა.