რომის 267-ე პაპი რობერტ პრევოსტი – ლეო XIV გახდა

ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

მისი სახელი, როგორც პაპის იქნება ლეო XIV.

ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.

ახალი პაპი ახლა თავის პირველ საჯარო მიმართვას გააკეთებს და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მიმართავს.