რომის ქვეშ 2 300 წლის წინ ნიჟარებითა და მარჯნებით შექმნილი მოზაიკა აღმოაჩინეს

რომის პალატინის ბორცვის ფერდზე 5-წლიანი გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საბანკეტო დარბაზი, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. II-I საუკუნეებით თარიღდება. დარბაზის კედელზე ნიჟარებითა და მარჯნებით შექმნილი მოზაიკაა შემორჩენილი.
დაახლოებით 2 300 წლის წინ შექმნილი ნამუშევარი უფრო დიდი სასახლის ნაწილია, რომელიც რომის ფორუმის მახლობლად მდებარეობს. აღნიშნულ ლოკაციაზე გათხრები 2018 წლიდან მიმდინარეობს.
თითქმის 5 მეტრის სიგრძის მოზაიკაზე ვაზი, ლოტოსის ფოთლები, სამკაპები, საყვირები, ჩაფხუტები და მითოლოგიური ზღვის არსებებია გამოსახული. მოზაიკაზე სცენები ნიჟარებთან და მარჯნებთან ერთად სადაფის, ძვირფასი მინის ნატეხებისა და მარმარილოს ნაჭრების გამოყენებითაა შექმნილი. ნიმუში ძველი ეგვიპტური ლურჯი ფილებით, ტრავერტინითა და კრისტალებით ჩარჩოშიც არის ჩასმული.
კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის ხელმძღვანელის, გათხრებზე პასუხისმგებელი პირის, არქეოლოგ ალფონსინა რუსოს თქმით, ამ აღმოჩენას “შეუდარებლად” მის კარგ მდგომარეობაში აღმოჩენასთან ერთად აქცევს მასზე არსებული გამოსახულებაც, რომელიც, სავარაუდოდ, მდიდარი არისტოკრატის მიერ დაფინანსებული და მოგებული ბრძოლების აღნიშვნის სცენებს შეიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!