რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. ს მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
იტალიის მთავრობამ ს ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა – გლოვის დღეები 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა. მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
რომში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. პაპის დაკრძალვას მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საფრანგეთისა და -ის პრეზიდენტები დაესწრებიან. დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ დაკრძალვის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრება.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკრძალვის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ს შესაძლო დასწრების შესახებ, თუმცა, გუშინ გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, ზელენსკი დაკრძალვას ვერ დაესწროს.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ს ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპმა ასევე განიცადა სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერტენზია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“