რომის პაპმა უკრაინელებს და რუსებს „ძმები“ უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს მშვიდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამჯერად – კუნძულ კორსიკიდან, სადაც 15 დეკემბერს იმყოფებოდა.
ს ინფორმაციით, პაპმა ილოცა მშვიდობისთვის პალესტინაში, ისრაელში, ლიბანში, სირიაში, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მიანმარში.
ს ცნობითვე, რომის პაპმა ღვთისმშობელს შესთხოვა ნანატრი მშვიდობა უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, რომლებსაც უწოდა „ძმები, ბიძაშვილები“.
„დაე, ისინი ურთიერთგაგებამდე მივიდნენ. ომი ყოველთვის მარცხია“, – მოჰყავს ვატიკანს რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები.
ში მკვეთრად უარყოფით რეაქციებს იწვევს მოსაზრება უკრაინელებისა და რუსების „ძმობის“ შესახებ, რადგან მათი „ისტორიული ერთიანობა“ კრემლის პროპაგანდისტული იდეოლოგიაა.
2024 წლის მარტში სგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რომის პაპ ფრანციკეს განცხადებას, რომ მ ახალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად „თეთრი დროშის გამბედაობა” უნდა გამოიჩინოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია