რომის პაპმა გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ს გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
ექსპერტის თქმითვე, ერთ-ერთი ქადაგების დროს პაპმა გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ იყო მიმართული, საფრთხეს უქმნიდა თავად ევროკავშირს. „აწ გარდაცვლილი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა თავის წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.
2020 წლის 22 ოქტომბრის წერილში, რომელიც მიმართული იყო კარდინალ პიეტრო პაროლინისთვის, ის წერდა, რომ იდენტობის დაკარგვა თავად ევროპული კავშირისათვის წარმოადგენს საფრთხეს. მან ხაზი გაუსვა “ჯანსაღი სეკულარიზმის” საჭიროებას, რომლის დროსაც ღმერთი და სახელმწიფო განცალკევებულნი კი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურა ან პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოკლებულია “ტრანსცენდენტურისადმი” ღიაობას, ვერ გამოხატავს სათანადო პატივისცემას ადამიანის პიროვნებისადმი.
იმავე წლის დეკემბრის თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართული წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ – საფრთხეს უქმნის ამ ორგანიზაციის შენარჩუნებას. ამრიგად, პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამდა იმას, რომ იდენტობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ევროპის მომავლისათვის და მისი უნარისათვის, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან