რომის პაპი: ძალიან გვაშფოთებს მსოფლიოში ებრაელების წინააღმდეგ თავდასხმების საშინელი მატება

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ შეშფოთებულია 7 ოქტომბრის შემდეგ, მსოფლიოში ებრაელთა წინააღმდეგ თავდასხმების მატებით. ამის შესახებ ნათქვამია წერილში სახელწოდებით „ჩემს ებრაელ ძმებს და დებს ისრაელში“, რომელიც ვატიკანმა გაავრცელა.

„ჩვენ, კათოლიკეები ძალიან შეშფოთებულები ვართ მთელ მსოფლიოში ებრაელების წინააღმდეგ თავდასხმების საშინელი მატებით“, – წერს

მისი თქმით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომმა გამოიწვია „მსოფლიო საზოგადოებაში აზრის გაყოფა და შეუთანხმებლობა, რომელიც ზოგჯერ, ანტისემიტიზმისა და ანტიიუდაიზმის ფორმებს იძენს“.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სიტყვა „აღარასდროს“ იქცეოდა რეფრენად, რომელსაც ახალი თაობები მოისმენდნენ, თუმცა ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ წინ არის გზა, რომელიც ამ გამოვლინებების აღმოსაფხვრელად კიდევ უფრო მჭირდო თანამშრომლობას მოითხოვს“, – ნათქვამია პაპის მიმართვაში.